პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home საზოგადოება უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ “ლუკოილის” ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ “ლუკოილის” ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

by admin

უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ „ლუკოილის“ ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზ“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ (ნორსი) 2 ივლისიდან დრონებით დარტყმის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.

„ნორსი“, რომელიც რუსეთში მე-4 ადგილს იკავებს სიმძლავრითა და მე-2 ადგილს ბენზინის წარმოებით, დრონებით ხუთშაბათს, 2 ივლისს, დაიბომბა. შედეგად ქარხანაში, რომელიც „ლუკოილის” მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, პირველადი გადამუშავების მთავარი დანადგარი დაზიანდა, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 53%-ს შეადგენდა.

კიდევ ერთი დანადგარი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 25%-ს შეადგენდა, დრონებმა მწყობრიდან 24 ივნისს გამოიყვანეს. 2 ივლისიდან „ნორსიმ“ შეწყვიტა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო რეალიზაცია სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay