პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home მსოფლიო აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის ოფიციალური პირი დაესწრება

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის ოფიციალური პირი დაესწრება

by admin

აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები, – ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.

„ხსოვნისა და გამოსამშვიდობებელი ცერემონია პარასკევს, 3 ივლისს, დილის 8:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალი თანამდებობის პირები და საზოგადოებრივი ჯგუფები. ცერემონიას იმავე დღეს, შუადღისას, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ფიგურები დაესწრებიან“, – განაცხადა ესმაილ ბაღაიმ.

მისი თქმით, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაგეგმილია ასევე 4 და 5 ივლისს, თეირანში, იმამ ხომეინის მუსალაში. დაკრძალვის პროცესია დედაქალაქში 6 ივლისს გაიმართება. სამშაბათს, 7 ივლისს, პროცესია დაგეგმილია წმინდა ქალაქ ყუმში, ბოლო პროცესია კი ხუთშაბათს, 9 ივლისს, წმინდა ქალაქ მაშჰადში გაიმართება. ესმაილ ბაღაის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay