115
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.
22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა:
22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!! :((
კომაშია!!
გუშინ, სპეცრაზმელებმა, თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა.
მთელი ღამე ოპერაციას უკეთებნენ.
ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!!
ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი 14:30 საათზე გაკეთდება