კვირა, ივნისი 21, 2026
Home მსოფლიო მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა, დროა, ომი დასრულდეს – ზელენსკი

მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა, დროა, ომი დასრულდეს – ზელენსკი

by admin

იმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ღამით, ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ კიდევ ერთხელ მიაღწია მოსკოვის ოლქს. სამიზნე ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე რუსეთის თავდასხმებზე და ჩვენი მეომრების მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი შედეგია იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას მხარს უჭერენ.

ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სიზუსტე და ეფექტურობა ყველა პარტნიორმა აღნიშნა. დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას “- წერს ზელენსკი X-ზე.

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay