კვირა, ივნისი 21, 2026
Home მსოფლიო ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპმა, ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპმა, ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ

by admin

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპმა, ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, – ინფორმაციას

Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ელექტრონულად მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა. ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, შეთანხმების დეტალები მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი, ხოლო ტექნიკური მოლაპარაკებები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

ასევე, მისი თქმით, შეთანხმება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნასა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay