კვირა, ივნისი 21, 2026
Home მსოფლიო რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის

by admin

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და წესრიგის დამყარებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ და კმაყოფილებით მივესალმები მას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

“ხაზგასმით ვაცხადებ, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული რიტორიკა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობა გაზარდოს”, – აცხადებს ერდოღანი.

მისი თქმით, საჭიროა შესაძლო საბოტაჟის წინააღმდეგ სიფხიზლის შენარჩუნება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხაზს უსვმს, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სიმშვიდის დამყარებას და ხელს შეუწყობს დიპლომატიასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ ხანგრძლივ გადაწყვეტილებებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay