ორშაბათი, ივნისი 15, 2026
Home პოლიტიკა კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმით პუტინმა სამუდამოდ შეიყვანა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში – ანდრეი სიბიგა

კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმით პუტინმა სამუდამოდ შეიყვანა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში – ანდრეი სიბიგა

by admin

კიევ-პეჩერის ლავრაზე, ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს წმინდა ადგილზე, თავდასხმით, პუტინმა სამუდამოდ შეიყვანა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„ის საუკუნეების განმავლობაში წყეული უნდა იყოს. ის ამ ომს წააგებს“, – წერს სიბიგა.

“ახლა საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც უკვე გადააჭარბეს ISIS-ს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევ- პეჩერის ლავრა, იუნესკოს უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლი.

სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფო ბარბაროსობაზე. ველით საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქების მკაცრ რეაქციებს. არანაირი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. ჩვენ გვჭირდება მოქმედება ახლავე რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად”, – წერს სიბიგა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay