2
რუსეთის თავდასხმები ქრისტიანულ კულტურულ და რელიგიურ საგანძურზე მისი დაუნდობელი ბარბაროსობისა და სასოწარკვეთის ნამდვილი სახეა უკრაინის თავისუფლებისა და გათავისუფლებისათვის უშიშარი ბრძოლის მიმართ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს.
„არა რუსეთის ომის ნორმალიზებას, არა რუსეთის მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში“, – წერს ბრაჟე.
ცნობისთვის, კიევზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია