ორშაბათი, ივნისი 15, 2026
Home საზოგადოება რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

by admin

კიევზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დადასტურდა ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე არსებულ შენობებში. წინასწარი ინფორმაციით, ის პირდაპირი დარტყმის შედეგი იყო“, – განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ.

მან მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად ლავრას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

“ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ლავრის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა და სერიოზული ხანძარი გაჩნდა. რუსებმა განზრახ დაარტყეს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სალოცავის გულს!”- აღნიშნა ტკაჩენკომ.

მაშველების ცნობით, მიძინების ტაძრის სახურავზე ხანძარმა 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay