ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
Home პოლიტიკა ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრის მიზანია გამოსწორდეს გარემოებები, რომელმაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია – ევროკომისიის პრესსპიკერი

ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრის მიზანია გამოსწორდეს გარემოებები, რომელმაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია – ევროკომისიის პრესსპიკერი

by admin

ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განმარტებით, დღეს, ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრა სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც სავიზო რეგულაციით არის გაწერილი.

“შეხვედრა, რომელიც ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის დღეს გაიმართება, არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც სავიზო რეგულაციით არის გაწერილი. ის იმართება, როცა ამოქმედებულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ეს არის მარტში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თავდაპირველად 12 თვის პერიოდის განმავლობაში.

ამ შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომელმაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. ეს გარემოებები საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევაა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობებში ჰქონდა აღებული, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების საკვანძო სფეროებში”, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა „ევროსკოპის“ შეკითხვის პასუხად

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay