ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
Home მსოფლიო აშშ-მა ომანის ყურეში კიდევ ერთ ნავთობტანკერს დაარტყა

აშშ-მა ომანის ყურეში კიდევ ერთ ნავთობტანკერს დაარტყა

by admin

აშშ-მა ომანის ყურეში კიდევ ერთ ნავთობტანკერს დაარტყა, – ინფორმაციას Sky News-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“აშშ-ის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავმა გემის ძრავის განყოფილებას Hellfire ტიპის რაკეტებით დაარტყა, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟი ამერიკული სამხედრო ძალების მითითებებს არ დაემორჩილა”, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ MT Jalveer-ს ირანული ნავთობი გადაჰქონდა და საზღვაო ბლოკადა დაარღვია.

ცნობისთვის, ეს მესამე ნავთობტანკერია, რომელსაც აშშ-მა მიმდინარე კვირაში დაარტყა. აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სამშაბათს პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ MT Settebello-ზე დარტყმას სამი ინდოელი მეზღვაური ემსხვერპლა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay