2
სომხეთი ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში სიდიადისა და წარმატების ისეთ დონეს მიაღწევს, რომელიც ყველაზე წარმოუდგენელ მოლოდინებს გადააჭარბებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
“ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში მის დამაჯერებელ გამარჯვებას. ძალიან მეამაყებოდა, რომ არჩევნების წინ დავუჭირე მხარი და ეჭვი არ მეპარება, რომ სომხეთის შესანიშნავი ქვეყანა მისი ლიდერობის პირობებში სიდიადისა და წარმატების ისეთ დონეს მიაღწევს, რომელიც ყველაზე წარმოუდგენელ მოლოდინებს გადააჭარბებს!” , – წერს ტრამპი