2
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანს დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს.
“დღეს ღამით აშშ ირანს ძალიან ძლიერად დაარტყამს (რომლის საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები, რადარები, საჰაერო თავდაცვა და ყველა სხვა თავდაცვითი სისტემა, ისევე როგორც მისი შეტევითი შესაძლებლობების უმეტესობა უკვე განადგურებულია!).
უახლოეს მომავალში ჩვენ ავიღებთ კუნძულ ხარგს და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, სრულ კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, ისევე როგორც ეს ვენესუელაში გავაკეთეთ, რაც ორივესთვის – ვენესუელასა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბრწყინვალედ მუშაობს”, – წერს ტრამპი