ამერიკელები ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას , – ასე უპასუხა პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის შეკითხვას: „თქვენ ახსენეთ ომში ჩათრევის ისტორია, რატომ მოუნდათ ამერიკელებს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან იმ მომენტში, როცა არანაირ თანამდებობას არ იკავებდა?“.
“გითხრათ, რა იყო მთავარი გზავნილი, რას სთხოვდნენ, გითხრათ? პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ იმ შეხვედრაზე, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას, ამათ არ იციან, რა უნდა გააკეთონო, იქ სიტყვა ომი არ იყო ნახსენები, მაგრამ ეს სიტყვები იყო, რომ ამათ არ იციან რა უნდა გააკეთონ და თქვენ უნდა დაბრუნდეთ და გააკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელია. ეს სიტყვები იყო ნათქვამი იმ შეხვედრაზე. ჯერ იყო სხვა შეხვედრები, მერე იყო მესამე შეხვედრა, სადაც ამ სიტყვას, „ომს“, არ ახსენებენ, მაგრამ პოლიტიკაში დაბრუნდი და გააკეთე, რაც გასაკეთებელიაო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ