2
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი“,- აღნიშნა პრემიერმა