სამშაბათი, ივნისი 9, 2026
Home საზოგადოება უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია – მოლდოვაში ხომ არ არის ომი? – ირაკლი კობახიძე

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია – მოლდოვაში ხომ არ არის ომი? – ირაკლი კობახიძე

by admin

საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, კანდიდატ ქვეყნებს შორის არის აშკარა მოწინავე ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

“მეორე მიმართულება რომ ავიღოთ – ეკონომიკა, აქაც მარტივად ციფრებით დასტურდება, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ, მათ შორის განვითარების ტემპებით, ამ კონკრეტულ ქვეყნებს. არის ბევრი სხვა პარამეტრი, მაგალითად საზოგადოების განწყობა ევროინტერგაციის მიმართ, რომ შევადაროთ საქართველო და მოლდოვა, აქაც ვხედავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. შემიძლია კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო, რაც არის დაკავშირებული დემოკრატიის მდგომარეობასთან უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. არჩევნებით რომ დავიწყოთ, უკრაინაში საერთოდ არ ტარდება არჩევნები. გასაგებია, ომია და ამით შეიძლება გამართლება მოუძებნო ამ ფაქტს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს დემოკრატიული პროცესი საერთოდ არ წარიმართება უკრაინაში. დავანებოთ თავი უკრაინას, სადაც ომია და ავიღოთ მოლდოვა, სადაც, ყველამ ვიცით, როგორ ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ყველა ვიცით მაგალითად, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოლდოვაში მცხოვრებ მოსახლეობას არ დაუჭერია მხარი არჩეული პრეზიდენტისთვის, თუმცა დიასპორის ხმების ხარჯზე, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი გამოცხადდა პირველი ტურში არჩეულად. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, იქაც ძალიან დიდი სიმწირეა პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – ჩვენთან დაკავშირებით იცით, რომ მთელი აჟოტაჟია შექმნილი, როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანო სარჩელი პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რა ვითარებაა ამ კუთხით, როგორც მოლდოვაში, ისე უკრაინაში, სადაც პირდაპირ, უკრაინაში აიკრძალა 11 პოლიტიკური პარტია და ამასთან დაკავშირებით არავითარი კრიტიკა არ ყოფილა. მოლდოვაში აიკრძალა ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური გაერთიანება 2023 წელს, 2 პარტიას უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წინ, 2025 წელს აუკრძალეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. არავითარი რეაქციები ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ პლურალიზმს, პოლიტიკურ პროცესს, ამ კუთხით უკრაინაში არის უმძიმესი ვითარება, ხსნის ამას ომით, მაგრამ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, მოლდოვაში ომი არ არის, მაგრამ აქაც არის უმძიმესი ვითარება.

საქართველოში არის მედიის სრული თავისუფლება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი 2012 წლის შემდეგ. რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, უმძიმესი მდგომარეობაა. უკრაინაში 105-ზე მეტმა ტელევიზიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, გაუჩერდა ლიცენზია ამ ბოლო წლების განმავლობაში. 100-ზე მეტ ტელევიზიას შეუჩერდა ლიცენზია, შეუწყდა მაუწყებლობა. მოლდოვაში 12 წამყვან არხს გაუუქმდა, შეუჩერდა ლიცენზია და ვეღარ მაუწყებლობენ. მოლდოვაში დარჩა სახელმწიფო ტელევიზია 1, ჰქვია ფორმალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი და მე-2 – სახელმწიფო ტელევიზია 2. ეს არის მოლდოვაში მედიაპლურალიზმის მდგომარება. თქვენ გსმენიათ სადმე ამასთან დაკავშირებით კრიტიკა? ვინმე დაუსანქცირებიათ იმის გამო, რომ 12 ტელევიზია გააუქმეს მოლდოვაში ან 105 ტელევიზია უკრაინაში? უკრაინაში ამას ამართლებენ ომით. მოლდოვაში არ არის ომი. 12 ტელევიზია დაიხურა, სახელმწიფო ტელევიზია 1, სახელმწიფო ტელევიზია 2 – ეს არის მედიაპლურალიზმის მდგომარეობა მოლდოვაში. იცით, ჩვენთან რა აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე პოლიტიკოსის დაჭერას, დაკავებას, დაპატიმრებას და ა.შ. იცით, რა ხდება ამ კუთხით უკრაინაში და მოლდოვაში”, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay