ისრაელს ირანში საქმე არ დაუსრულებია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი და აშშ მთელ დასავლურ ცივილიზაციას იცავენ.
“მსოფლიოს ისრაელის მტკიცე ნების ესმის, რომ მან საკუთარი თავი და კაცობრიობა ბარბაროსული ფანატიზმისგან დაიცვას”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ირანის წინააღმდეგ ომში ისრაელს არ ჩაუთრევია.
“მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებული ჩემი მოსაზრება, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს, 7 ოქტომბრის შედეგებმა გაამყარა. ირანში შედეგები საოცარი იქნება. თუ ირანის ახალი ლიდერები (რეჟიმის ცვლილება!) გონიერები არიან, მაშინ ირანს შესანიშნავი და აყვავებული მომავალი ექნება”, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.