ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home საზოგადოება ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

by admin

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებგვერდზეა ასახული.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტი წარმოადგენს უკრაინას ინტერპოლში და ასევე უზრუნველყოფს მისი ვალდებულებების შესრულებას.

ცნობისთვის, მანამდე ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay