ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home მსოფლიო ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

by admin

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, – განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay