პარასკევი, აპრილი 10, 2026
Home მსოფლიო ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება ირანთან მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს – დონალდ ტრამპი

ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება ირანთან მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს – დონალდ ტრამპი

by admin

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება ირანთან მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის მიერ F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას არ იქონიებს.

„არა, არანაირად. ეს ომია. ჩვენ ომში ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, გამოცემა The Independent-ის კითხვაზე, რას გააკეთებს, თუ ჩამოგდებული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ირანელები იპოვიან და შეიპყრობენ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

„ვიმედოვნებთ, ეს არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, CNN-ის ინფორმაციით, ირანმა ომის დაწყებიდან პირველი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო. კერძოდ, საუბარია F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელზე. წყაროების ცნობით, ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკელებმა იპოვეს და გადაარჩინეს, ხოლო ეკიპაჟის მეორე წევრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მისი მდებარეობისა და მდგომარეობის სტატუსი უცნობია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay