პარასკევი, აპრილი 10, 2026
Home მსოფლიო მარკ რუტეს ვიზიტი შეერთებულ შტატებში 8-12 აპრილს შედგება

მარკ რუტეს ვიზიტი შეერთებულ შტატებში 8-12 აპრილს შედგება

by admin

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ვიზიტი შეერთებულ შტატებში 8-12 აპრილსაა დაგეგმილი.

ვიზიტის ფარგლებში რუტე შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და პენტაგონის მდივან პიტ ჰეგსეთს. ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ 8 აპრილს რუტე შეხვედრებს გამართავს ტრამპთან, რუბიოსთან და ჰეგსეთთან.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 9 აპრილს რუტე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღებს რონალდ რეიგანის ინსტიტუტის (Ronald Reagan Presidential Foundation Institute) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში.

10-დან 12 აპრილამდე გენერალური მდივანი მონაწილეობას მიიღებს ბილდერბერგის კლუბის შეხვედრაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay