შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო რუბიო – პოლიტიკური თავისუფლების გარეშე ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ გექნება

რუბიო – პოლიტიკური თავისუფლების გარეშე ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ გექნება

by admin

პრობლემა, რომელიც კუბას აქვს, ძალიან ფუნდამენტური პრობლემაა და საჭიროა, რომ ეს მათ ესმოდეთ და ჩვენ ვცადეთ ამის ახსნა ნებისმიერისთვის, ვინც მოგვისმენს. მათი სისტემა არ მუშაობს. მათი ეკონომიკური სისტემა – არც შემიძლია ამის აღწერა – თუმცა, ის სრულად დისფუნქციურია. უბრალოდ არ წარმოადგენს რეალურ სისტემას და მისი შეცვლა არ შეგიძლია, თუკი მთავრობას არ შეცვლი. მაგალითად, ერთი კვირის წინ მათ თქვეს, რომ “ახლა კუბელ ამერიკელებს კუნძულზე ინვესტიციების ჩადება შეუძლიათო.” რაში ინვესტირება? ქვეყანაში, რომელსაც აქვს თვითნებური კანონები და სასამართლოებისა და სამართლის ჩამოუყალიბებელი სისტემა? ასეთ რამეში ინვესტიციას ვინ ჩადებს?

ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ გექნება, თუკი გარკვეულწილად მნიშვნელოვან დონეზე პოლიტიკური თავისუფლება არ გაქვს. თუ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება მსურს და არ მომწონს რეგულაციები ან წესები, რომლებსაც მთავრობა იღებს და მე მაფერხებს, უნდა მქონდეს უნარი, რომ ამის შესახებ საჩივარი გამოხატო და ამ ქვეყანაში ამის შესახებ უკმაყოფილებას ვერ გამოთქვამ, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში ჩაგსვამენ. ასე რომ, ჩემი აზრით, თუ კუბას უნდა, რომ იმ ორმოდან ამოვიდნენ, რომელშიც ისინი რეჟიმმა მოახვედრა, მათ რეალურად ესაჭიროებათ ძალზე სერიოზული რეფორმების გატარება, როგორც მთავრობაში, ისე ეკონომიკაში. თუ ამას იზამენ, ჩვენ მათ დავეხმარებით – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Al Jazeera-სთან ინტერვიუში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay