ვენესუელაში სტაბილიზაციის შემდეგ ან სტაბილიზაციასთან ერთად მეორე ფაზა აღდგენის პერიოდია, როცა ქვეყანაში ისეთ ელემენტებს აღადგენ, რომლებიც მას აყვავებასა და ზრდაში ეხმარება, რაც ბიზნესებს უკან იზიდავს – ქმნის იმგვარ სტაბილურობას, რომელიც ბიზნესებს აბრუნებს.
ვენესუელაში ჩვენ ამას ვხედავთ, ასევე ვხედავთ სამოქალაქო ცხოვრების აღდგენას. ახლა დამოუკიდებელ მედიას მუშაობის საშუალებას აძლევენ. პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ, პოლიტიკური პარტიები კვლავ ყალიბდება, ხალხი ლაპარაკობს და მონაწილეობას იღებს საჯარო ცხოვრებაში და საბოლოოდ, გინდა, რომ სრული გარდაქმნა იხილო, რადგან იმისთვის, რომ ვენესუელამ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი გამოავლინოს, მას უნდა ჰყავდეს სტაბილური, დემოკრატიული მთავრობა, რომლის ეკონომიკაშიც ხალხი ინვესტიციის ჩასადებად იქნება მზად, რადგან იციან, რომ მათ კანონები, სასამართლოები და ლეგიტიმურობა იცავენ – ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო Al Jazeera-სთან ინტერვიუში