პარასკევი, აპრილი 10, 2026
Home პოლიტიკა აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს – ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების არაოკუპირებული ნაწილებიდან უკრაინული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომის დასასრულებლად ზეწოლის სტრატეგია უკრაინაზე აირჩია და არა რუსეთზე.

მან აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე მზადაა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დათანხმდება დონბასიდან გასვლას.

„ამერიკელები მზად არიან, ეს გარანტიები მაღალ დონეზე გააფორმონ, როგორც კი უკრაინა დონბასიდან ჯარების გაყვანისთვის მზად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ირანთან საკუთარ კონფლიქტზეა ორიენტირებული, ამიტომ ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რათა სწრაფად დაასრულოს ომი.

ზელენსკის თქმით, რუსეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინული ჯარების გაყვანის მოთხოვნით, ფსონს დებს იმაზე, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკებების მიმართ ინტერესს დაკარგავს და საბოლოოდ ამ მოლაპარკებიდან გავა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay