პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home მსოფლიო ისრაელმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

by admin

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, რომლის სამიზნეც „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაა“, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მანამდე, გამოცემამ, ქალაქში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ქვეყნის მიმართულებით რაკეტები ისროლა.

„თავდაცვითი სისტემები საფრთხის მოსააგერიებლად მოქმედებენ“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay