ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home პოლიტიკა აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების ახალ მდივნად მარკვეინ მალინი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების ახალ მდივნად მარკვეინ მალინი დაამტკიცა

by admin

აშშ-ის სენატმა ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად სენატორ მარკვეინ მალინის კანდიდატურა დაამტკიცა. იუწყება BBC

კენჭისყრაზე მის კანდიდატურას 54-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 45 კი წინააღმდეგი იყო.​​​​​​​​​

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალინი მიმდინარე თვეში წარადგინა მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გაათავისუფლა ყოფილი მდივანი კრისტი ნოემი.

მალინი შერეული საბრძოლო ხელოვნების ყოფილი მოჭიდავეა. იგი გააკონტროლებს ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურს, სასაზღვრო დაცვასა და აეროპორტების უსაფრთხოებას.

ცნობისათვის, მარკვეინ მალინმა ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay