73
ტრამპის გეგმას იანვარში ვნახავთ, 2025 წელს ომის დასრულების ყველა შანსი გვაქვს – ზელენსკი:
“ჩვენ ღია ვართ, კიდევ ერთხელ ვეტყვი, და სხვათა შორის, აფრიკული ქვეყნების, აზიისა და არაბული ქვეყნების ლიდერებს… მზად ვართ მათი შემოთავაზებები დავინახოთ. ასევე მსურს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შემოთავაზებების ნახვა. ვფიქრობ, რომ ამ წინადადებებს უკვე იანვრის თვეში ვნახავთ. და ვფიქრობ, რომ ამ ომის დასრულების გეგმა გვექნება/ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ამის გაკეთების [ომის დასრულების] ყველა შანსი გვაქვს. არის ამის შესაბამისი ნაბიჯები… გვესმის, რომ რუსეთი ყველა ამ ნაბიჯზე არ წავა. მაგრამ არის გაერო-ს ქარტია და ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გაერო-ს ქარტიას ეყრდნობა, მხარდაჭერილი იქნება ჩვენი პარტნიორების მიერ“