კვირა, აპრილი 26, 2026
Home საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელები ერთად განიხილება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელები ერთად განიხილება

by admin

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა აცხადებს, რომ ერთად განიხილება პრეზიდენტისა და პარლამენტის დეპუტატების სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდება:

“ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს. განმწესრიგებელი სხდომა შესაძლოა იყოს როგორც ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, ასევე მხარეთა მონაწილეობის გარეშე“.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ან დეპუტატების სარჩელის განხილვა, მთლიანობაში, ერთთვიან ვადაში უნდა დასრულდეს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay