ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home მსოფლიო ზელენსკი – ტრამპის პირობებში უკრაინაში ომი უფრო სწრაფად დასრულდება

ზელენსკი – ტრამპის პირობებში უკრაინაში ომი უფრო სწრაფად დასრულდება

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის დროს, რომელსაც ხელმძღვანელობს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, “ომი უფრო სწრაფად დასრულდება”.

“სამართლიანი მშვიდობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ არსებობდეს განცდა, რომ ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო ადამიანები იმ უსამართლობის გამო, რომელიც თავს მოგვახვიეს. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს უხელმძღვანელებს, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ეს არის მათი მიდგომა, მათი დაპირება თავისი საზოგადოების წინაშე, და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ამ ომის დროს, ჩვენმა ხალხმა და პირადად მე, აშშ-თან მოლაპარაკებების დროს, ტრამპთანაც, ბაიდენთანაც და ევროპის ლიდერებთანაც, დავამტკიცეთ, რომ ჩვენზე არ ჭრის რიტორიკა: “დაჯექი და მოისმინე”

ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუ სრულად 16 ნოემბერს გამოქვეყნდება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay