კვირა, აპრილი 26, 2026
Home საზოგადოება ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს – მამუკა მდინარაძე არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე

ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს – მამუკა მდინარაძე არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე

by admin

ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს საკონსტიტუციო სარჩელი – და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა:

„თეორიულადაც არ შეიძლება ამის დაშვება – წინასწარ ვიცი ზუსტად, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. თუ ობიექტურად დაადგენს – ზუსტად ვიცი და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ. მხოლოდ ხელისუფლებას ზეწოლა შეეძლო „ნაცების“ დროს და ახლა ხელისუფლებას არაფერიც არ შეუძლია, არანაირ ზეწოლაზე არ მიდის ის არასდროს და ასეთი მორალიც რომ არ არსებობს არსებულ ხელისუფლებაში, მყარი გარანტიებია მოსამართლის თავისუფლების. და დიახ, თუ ობიექტურად გადაწყვეტენ, დარწმუნებული ვარ, იურისტი ვარ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაში იმდენად სულელური სარჩელია შეტანილი, რომ ვერ დააკმაყოფილებს ვერანაირად, მაგრამ თუ სუბიექტური გადაწყვეტილებაა, არც ზუსტად ვიცი და არც ის ვიცი, რას ჩაწერს ვიღაცა, მოსამართლე იქნება თუ სხვა.“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay