ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home საზოგადოება FB პოსტის გამო ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

FB პოსტის გამო ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

by admin

ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა ჟურნალისტი, ვახო სანაია, ის თავოს საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

შეგახსენებთ, მანამდე ვახო სანაიას 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. ჟურნალისტი თავის საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay