პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home მსოფლიო ჰეზბოლას განიარაღების საკითხში სირიის პრეზიდენტმა ლიბანს მხარდაჭერა გამოუცხადა

ჰეზბოლას განიარაღების საკითხში სირიის პრეზიდენტმა ლიბანს მხარდაჭერა გამოუცხადა

by admin

სირიული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაპრეზიდენტებულმა აჰმედ ალ-შარაამ ლიბანელ კოლეგას ჯოზეფ აუნს მხარდაჭერა გამოუცხადა ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის განიარაღების საკითხში.

“ჩვენ ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის გვერდით ვდგავართ ჰეზბოლას განიარაღების საკითხში,” განაცხადა ალ-შარაამ ევროპელ მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ ვიდეო კონფერენციაზე.

“წინასწარი ზომების სახით ჩვენ გავაძლიერეთ თავდაცვის ძალები საზღვრის გასწვრივ, რათა არ მოხდეს კონფლიქტის შედეგების სირიის ტერიტორიაზე გავრცელება და ასევე იმისთვის, რომ შევებრძოლოთ საზღვრის გადაღმა არსებულ ორგანიზაციებს და ხელი შევუშალოთ მათ სირიის ტერიტორიის გამოყენებაში.” – დაამატა მან.

მანამდე ლიბანის პრეზიდენტმა ჰეზბოლას ბრალი დასდო ქვეყნის ხელისუფლების “ჩამოშლის” მცდელობაში მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება მიიღო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay