13
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა სამხრეთ უკრაინაში 400-435 კმ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა.
“ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი თავდაცვითი მოქმედება განხორციელდა, ზოგიერთი მიმართულებით კი – შეტევითი. მოქმედებები მხოლოდ რუსეთის გეგმების ჩაშლისკენ იყო მიმართული. ჩვენ გვჯერა, რომ საკმაოდ წარმატებულები ვიყავით – დაახლოებით 400-435 კმ-ზე კონტროლი აღვადგინეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ