ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home პოლიტიკა რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს – სტივ უიტკოფი

რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს – სტივ უიტკოფი

by admin

ვაშინგტონმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების ფონზე, სადაზვერვო ინფორმაცია ირანს არ გაუზიაროს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა, მან რუსულ მხარეს შესაბამისი გაფრთხილება პირადად გადასცა.

„მე ეს მტკიცედ განვუცხადე“, – თქვა მან შეკითხვაზე პასუხად, მიმართა თუ არა მან მოსკოვს, შეეწყვიტა თეირანისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება.

6 მარტს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ რუსეთი შესაძლოა ირანს გადასცემდეს ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება აშშ-ის სამხედრო პერსონალსა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმისთვის.

ამ ცნობებმა დაადასტურა გამოცემა  The Washington Post-ის ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი არაპირდაპირ, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული კონფლიქტის გაფართოებაში.

უიტკოფი, რომელიც რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ასევე ხელმძღვანელობს აშშ-ის დელეგაციას მოსკოვთან და უკრაინასთან სამმხრივ მოლაპარაკებებში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay