პარასკევი, აპრილი 10, 2026
Home მსოფლიო არჩევნები ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება და არა ცეცხლის შეწყვეტის დროს – ვოლოდიმირ ზელენსკი

არჩევნები ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება და არა ცეცხლის შეწყვეტის დროს – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნები არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს, არამედ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება. ზელენსკიმ ამის შესახებ იტალიურ გამოცემა Сorriere Della Sera-ს განუცხადა.

“სინამდვილეში საკითხი ასე დგას – როდის შეგვიძლია არჩევნების ჩატარება? ის აუცილებლად ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

„და საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ [პრეზიდენტობისთვის] ვიყრი კენჭს, ვნახოთ, რა სურთ უკრაინელებს“, – აღნიშნა მან.

კორუფციასთან არაეფექტური ბრძოლის კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინაში შეიქმნა დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ კორუფციასთან ბრძოლა.

„მე მათ ყველანაირად ვუჭერ მხარს, მაგრამ მათ უნდა ჩაატარონ გამოძიება”, – თქვა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay