18
დღეს ზუსტად ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პუტინმა კიევის აღების სამდღიანი შეტევა დაიწყო. ეს კი ბევრ რამეს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“შეჭრის დასაწყისს რომ ვიხსენებთ და დღევანდელ დღეს განვსჯი, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ: ჩვენ დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი სახელმწიფოებრიობა; პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს. მან ვერ გატეხა უკრაინელები; მან ვერ მოიგო ეს ომი. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. დიდება უკრაინას!”- წერს ზელენსკი