ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტეს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტეს ესაუბრა

by admin

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ესაუბრა.

ზელენსკის ცნობით, ნატო-ს გენერალურ მდივანს დიპლომატიური მუშაობის ძირითად ასპექტებზე ესაუბრა.

„მიხარია, რომ ბევრი მიმართულებით ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა. ინფორმაცია გავუზიარე სამმხრივ ფორმატში აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მზადების, ასევე, მხარეების პოზიციების შესაძლო ცვლილების შესახებ“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ და რუტემ უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება და ნატო-ს PURL ინიციატივის ფარგლებში მუშაობის გაგრძელების საკითხი განიხილეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay