ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე ჩვენს ხედვებს წარვუდგენ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე ჩვენს ხედვებს წარვუდგენ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

by admin

დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე ჩვენს ხედვებს წარვუდგენ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ღაზის სექტორის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და ირანთან მოლაპარაკებების საკითხებს განიხილავს.

„მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით ჩვენს ხედვებს წარვადგენ, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისრაელის უსაფრთხოებისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში 11 თებერვალს შეხვდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay