ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home საზოგადოება რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები! – გიგა ავალიანის დედა

რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები! – გიგა ავალიანის დედა

by admin

რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა! მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები!- ასე ეხმიანება პროიკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ბილისში მოკლული მასწავლებლის დედა.

“შოკი მაქვს ხალხო, ვიცი, რომ თქვენც შოკი გაქვთ. მადლობა პროკურატურას! რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა! დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?! თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი! მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან. მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები. რატომ ითმენდით?“- განაცხადა ეკა კუპატაძემ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა. პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.

პროკურორის განმარტებით, გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები: გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და ალექსანდრე გაბაშვილი თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე და მათ უმოწყალოდ სცემდნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay