ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home მსოფლიო აშშ-მა და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას” მოაწერეს ხელი

აშშ-მა და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას” მოაწერეს ხელი

by admin

აშშ-მა და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

აშშ-ის მხრიდან ქარტიას ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი.

ცნობისთვის, რეგიონში სომხეთსა და აშშ-ს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” ხელი 2025 წლის იანვარში მოეწერა. რაც შეეხება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან მაშინდელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო აშშ-ის მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსა და აშშ-ის შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” მოქმედება 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა “ქართული ოცნების ანტი-დემოკრატიული ქმედებების” ფონზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay