ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
Home მსოფლიო შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული – პუტინი

შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული – პუტინი

by admin

შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის ცნობით, აღნიშნულ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay