ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე გრენლანდიის დანიასთან დარჩენის საკითხი არ განგვიხილავს – მარკ რუტე

დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე გრენლანდიის დანიასთან დარჩენის საკითხი არ განგვიხილავს – მარკ რუტე

by admin

ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, გრენლანდიის დანიასთან დარჩენის საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს არ განუხილავთ.

Fox News-თან ინტერვიუში, რუტეს დაუსვეს შეკითხვა, დარჩება თუ არა გრენლანდია დანიის სამეფოს დაქვემდებარებაში იმ ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც ტრამპმა ახსენა.

“ეს საკითხი პრეზიდენტთან საუბრებში აღარ განხილულა. ის (ტრამპი) ორიენტირებულია იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უზარმაზარი არქტიკული რეგიონი – სადაც ამჟამად ცვლილებები ხდება, სადაც ჩინელები და რუსები სულ უფრო და უფრო აქტიურები არიან – როგორ შეგვიძლია მისი დაცვა”, – აღნიშნა რუტემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay