ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
Home პოლიტიკა პუტინი – ვფიქრობ, შეგვიძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი “მშვიდობის საბჭოს” გავუგზავნოთ

პუტინი – ვფიქრობ, შეგვიძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი “მშვიდობის საბჭოს” გავუგზავნოთ

by admin

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტებს განიხილავს და კონსულტაციებს გამართავს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

“ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებისკენ“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი მზადაა, „მშვიდობის საბჭოსთვის“ მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხოს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული სავალუტო რეზერვებიდან.

„ახლაც კი, სანამ „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობასა და მუშაობაში ჩვენი მონაწილეობა გადაწყდება, პალესტინელ ხალხთან რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან „მშვიდობის საბჭოსთვის“ ერთი მილიარდი აშშ დოლარი გავგზავნოთ“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay