სამშაბათი, აპრილი 21, 2026
Home პოლიტიკა ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას “მშვიდობის საბჭოში”დამფუძნებელი წევრის სტატუსით დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო

ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას “მშვიდობის საბჭოში”დამფუძნებელი წევრის სტატუსით დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო

by admin

ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო, – ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაღდასარიანი ავრცელებს.

ნაზელი ბაღდასარიანის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას, რომ სომხეთი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი წევრის სტატუსით შეუერთდეს.

“პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დათანხმდა ამ შეთავაზებას და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით სომხეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა ბაღდასარიანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. თეთრი სახლის განცხადებით, “მშვიდობის საბჭო”, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay