სამშაბათი, აპრილი 21, 2026
Home საზოგადოება მზიას შეწყალებაზე არავითარი ინფორმაცია არ აქვს, მითხრა: “ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო“ – მზია ამაღლობელის ძმა

მზიას შეწყალებაზე არავითარი ინფორმაცია არ აქვს, მითხრა: “ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო“ – მზია ამაღლობელის ძმა

by admin

მზიას შეწყალებაზე საერთოდ არავითარი ინფორმაცია არ აქვს და არც არაფრის მოლოდინი აქვს, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ძმამ, მალხაზ ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც მან მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, მზია ამაღლობელი თავს მხნედ გრძნობს და შემართებითაა.

“არაფერი უთქვამთ [შეწყალებასთან დაკავშირებით] არც გუშინ. არავითარი ინფორმაცია არ აქვს საერთოდ. მოლოდინიც არ აქვს. თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის. როგორც მას არ აქვს ინფორმაცია, ისე არ გვაქვს ჩვენც.

თქვა, რომ ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო, მანამდე არავითარი მოლოდინი არ აქვს. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში დაველოდებით. მზია თუ არა შესაძლოა სხვა პატიმარი გამოვიდეს”,- განაცხადა მალხაზ ამაღლობელმა.

ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay