ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home საზოგადოება ბრიტანეთი უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

ბრიტანეთი უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

by admin

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებითი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის (26.7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ყინვის დროს „ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და სკოლები, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“.

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დახმარება ხელს შეუწყობს „მილიონობით ოჯახის, ბავშვისა და მოხუცის გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ. ეს თანხები უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში რემონტის, აღდგენის, დაცვისა და გენერირებისთვის, რათა მკაცრი ზამთრის პირობებში სახლები, საავადმყოფოები და სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ელექტრიენერგიითა და გათბობით”, -აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay