შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა მარია კორინა მაჩადო შესანიშნავი ქალია, ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა – დონალდ ტრამპი

მარია კორინა მაჩადო შესანიშნავი ქალია, ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა – დონალდ ტრამპი

by admin

ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაჩადოსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია“, – აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, მანამდე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა და ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay