პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home საზოგადოება 2025 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას – მომავალ წელსაც ბევრი ახალი პროექტი დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე – რევაზ სოხაძე

2025 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას – მომავალ წელსაც ბევრი ახალი პროექტი დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე – რევაზ სოხაძე

by admin

უნდა აღინიშნოს საუკუნის პროექტის, რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

“მიმდინარე წელს გაიხსნა სურამის შემოვლითი გზა, გურიის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი და მომავალ წელსაც ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყება. უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე, N 2 ლოტზე, რომელიც გულისხმობს წიწამურიდან ავჭალაში მიმავალ მონაკვეთს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელდა, ის მიდგომები, რომელიც ჩვენ შევცვალეთ და ის ახალი სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ. პროექტირების კუთხით, გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებებით, როგორიცაა – სკოლები, ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურა, დაიწყო პროექტირებები. ჩვენ მომავალ წელს ამ პროექტების საფუძველზე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს ის ნაბიჯები, რაც ეხება ხარისხს, ფასწარმოქმნას, ახალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას, რომელზეც აქტიურად ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში და მომავალ წელს უკვე ამ სიახლეების დანერგვა დაიწყება სამშენებლო მიმართულებებით”, – განაცხადა რევაზ სოხაძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay