28
ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, კვირას ფლორიდაში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების წინადადებას განიხილავს.
„მას არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ რა აქვს მას, ვფიქრობ, მასთან (ზელენსკი) ყველაფერი კარგად გამოვა. ვფიქრობ, პუტინთანაც ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა