ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო უკრაინაში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დედა და სამი შვილი ემსხვერპლა

უკრაინაში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დედა და სამი შვილი ემსხვერპლა

by admin

უკრაინაში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დედა და სამი შვილი ემსხვერპლა.

კრივი-რიჰში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსების მსხვერპლი მთელი ოჯახი გახდა – დედა და სამი შვილი: 10 და 2 წლის ბიჭები და გოგონა, რომელიც მხოლოდ 2 თვის იყო.

შეგახსენებთ, რუსებმა კრივი-რიჰში ხუთსართულიან შენობას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay